ხელისუფლებამ დმანისში ჩვეულ ძალადობა-მოსყიდვის მეთოდს მიმართა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომაზე არ მივიდა, ჯერ სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლა, დაჭერის მუქარით, შემდეგ კი, რადგან სხდომაზე მივიდა და საკუთარ გუნდს უღალატა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშნა. მეტი მტკიცებულება რად გვინდა - ეს იყო ზეწოლაც და მოსყიდვაც მმართველი გუნდის მხრიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვეხმაურები დმანისში განვითარებულ მოვლენებს. ყველასათვის ცნობილია, რომ დმანისში ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებულად აგრესიულ, ძალადობრივ გარემოში ჩატარდა. გვახსოვს ცემის, დაჭრის, სასტიკი მოპყრობის კადრები, მაგრამ მიუხედავად ამ ძალადობისა და გაყალბებისა, 2021 წლის დმანისის რეფერენდუმის შედეგად, 30-კაციან საკრებულოში 15 ოპოზიციონერი და „ქართული ოცნების“ 15 წევრი გავიდა. მოქმედი კანონმდებლობით, თუ ახლადარჩეული საკრებულო ორჯერ ვერ შეიკრიბება, 16-კაციანი კვორუმით, ინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
პირველ სხდომას, 3 დეკემბერს არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაესწრო, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. მეორე სხდომაზეც იგივე რომ მომხდარიყო, დმანისში რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდებოდა. „ქართულ ოცნებას“ ისე პანიკურად ეშინია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საქართველოს მასშტაბით, ეს დმანისშიც არ დაუშვა, ნებისმიერ ფასად, რადგან იცის, რომ მისი რეიტინგი განახევრებულია - დმანისში და მთელ საქართველოში.
ამიტომ ხელისუფლებამ მიმართა ჩვეულ ძალადობა-მოსყიდვის მეთოდს და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომაზე არ მივიდა, ჯერ სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლა, დაჭერის მუქარით, შემდეგ კი, რადგან სხდომაზე მივიდა და საკუთარ გუნდს უღალატა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშნა. მეტი მტკიცებულება რად გვინდა - ეს იყო ზეწოლაც და მოსყიდვაც მმართველი გუნდის მხრიდან!
ანალიზის სახით, შეიძლება ვთქვათ, რომ:
1. ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში დღეს არსებული რაოდენობრივი მოცემულობა, როცა მერი და უმრავლესობა მოძალადე ხელისუფლების ხელშია, არ ასახავს ხალხის რეალურ განწყობას, რითაც დარღვეულია დემოკრატიის მთავარი პრინციპი - ხალხის პოლიტიკური განწყობა თანხვედრაში უნდა იყოს ყველა სახელისუფლო შტოს წარმომადგენლობასთან. ასე რომ, პოლიტიკური კრიზისი გრძელდება.
2. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ დმანისის და მთელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ ემხრობა მმართველ პარტიას, გარდაუვალია რიგგარეშე არჩევნები და ახალი კონფიგურაცია ხელისუფლებაში.
3. ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ დმანისში არ წავიდა ხელახალ არჩევნებზე და საქმე გვაქვს სისხლის სამართლის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულთან, ცხადყოფს, თუ რა პანიკაშია ხელისუფლება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მკვლელობისა და მოსყიდვის ფონზეც კი ვერ გადასცდებიან 25 %-ს.
4. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს!“- წერს ოქრიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.