გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი პიროვნება, ჩვენი ქალაქის კოლორიტი ოთარ ფაცაცია. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
ოთარ ფაცაცია 1929 წლის 15 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში დაიბადა. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, 1993 წლის 20 აგვისტოდან 1995 წლის 5 ოქტომბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ამ დრომდე ხელმძღვანელობდა საზოგადოება "ზუგდიდელს".
ზუგდიდის მერია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
"ოთარ ფაცაცია დიდი დანაკლისი იქნება ზუგდიდისთვის და მთლიანად საქართველოსთვის", - ნათქვამია ზუგდიდის მერიის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.