„ირაკლი ღარიბაშვილი, მტრის ჯინაზე, კიდევ დიდი ხანი იქნება პრემიერის პოსტზე. გადადგომები მოიკითხეთ თქვენს პოლიტიკურ პარტიაში“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთებამდე ეკატერინე ტიკარაძეს პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვდა და ესაუბრა.
„ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი თავად განმარტა. პოლიტსაბჭოში წევრთა ფუნქციები პარტიის წესდებით არის განსაზღვრული. ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ. ვიდრე ტიკარაძის ბრიფინგი ჩატარდებოდა, ის პარტიაში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრა, საუბარი მქონდა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუ რაიმე დამატებითი განმარტება გჭირდებათ, მას ჰკითხეთ. ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სწრაფი ტემპით ჩამოშლა ხდება ამ პარტიაში და სიამოვნებით დავაკვირდებით პროცესს. „ქართულ ოცნებაში“ ეს არ ხდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შეკითხვაზე - „როდის გადადგება თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი“ - კობახიძემ უპასუხა: „სერიოზული კითხვები რომ დასვათ, სჯობს. ნიკანორ მელიას ჰკითხეთ, როდის აპირებს პარტიის თავმჯდომარიდან გადადგომას ან როდის გადააყენებენ? ირაკლი ღარიბაშვილი, მტრის ჯინაზე, კიდევ დიდი ხანი იქნება პრემიერის პოსტზე. გადადგომები მოიკითხეთ თქვენს პოლიტიკურ პარტიაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.