ამერიკის შეერთებული შტატების კენტუკის შტატში დამანგრეველმა ტორნადომ 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს. დაღუპულთა შორის არიან სანთლის დამამზადებელი ქარხნის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფები მიწასთან გასწორებული ქარხნის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბეშეარის განცხადებით, ქარხნის ნანგრევებში მოყოლილი 110 ადამიანიდან 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, მისი თქმით, სასწაული იქნებოდა, რომ ნანგრევებში ვინმე კიდევ ეპოვნათ ცოცხალი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა ყველაფერს გააკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში იმისათვის, რომ ქარიშხლით დაზარალებულ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს დახმარება გაეწიოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.