კიდევ ერთი ცათამბჯენი თბილისს, ბიძინასგან ნაყიდი საპარლამენტო მანდატისთვის.
შენობის სიმაღლე 102 მეტრი.
სამშენებლო ფართობი 23 ათასი კვადრატული მეტრი.
თბილისის გენერალური გეგმით დღეს ამ ტერიტორიას მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი, თუმცა გოჩასთვის [გოჩა ენუქიძისთვის] ამას მნიშვნელობა არ აქვს, ის 6,6 კოეფიციენტს ითხოვს და ათანხმებს.
ურბანული სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი ხელს იბანს ამ ცოდვისგან და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსისგან ითხოვს თანხმობას.
ასე გადაგზავნ-გადმოგზავნიან ერთმანეთში და მალე მტყუან-მართალს ვერ გავიგებთ.
გოჩასთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა რომ ალექსიძის და კინგ დევიდის მიმდებარე ტერიტორია თბილისში ყველაზე დატვირთული დასახლებაა.
გოჩას არც ის ადარდებს რომ ამ ქუჩაზე ყოველდღე სატრანსპორტო კოლაფსია.
გოჩასთვის არც თბილისის იერსახეს აქვს მნიშვნელობა და არც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ისედაც ტრაგიკულად დაჩეხილი მასშტაბის განადგურებას.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
არც იოცნებოთ და არც გაბედოთ კოეფიციენტების გადაჭარბება! თქვენ იცით, რომ ეს არასწორია და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.
თბილისის არქიტექტურის სამსახური
გადაეცით გოჩას რომ ამას ვერ ააშენებს და ტყუილად ნუ დაიხარჯება.
ანა ბიბილაშვილი,
„ლელოს“ წევრი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.