ყარამანიშვილები, ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
13-11-2015, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

„რუსთავი-2“-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.

 

 

„12 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა 2 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები - ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია. გვსურს, ჩვენი სრული თანადგომა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა პატრიოტებს და მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადოთ სამოქალაქო სიმამაცისთვის. ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი საერთო გამარჯვებით - რუსთავი 2 კვლავ იდგება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, რაც მრავალთა შორის, მათი დამსახურებაც არის. გვინდა გამოვთქვათ რწმენა, რომ ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძის და კახაბერ გაბუნიას პატიმრობა მხოლოდ დროებითია და ისინი მალე შეუერთდებიან საკუთარ ოჯახებს და ახლობლებს. აქვე, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მოახდინონ დაკავებული პირების პატიმრობაში ყოფნის კანონიერებისა და დასაბუთებულობის მონიტორინგი და მიმართონ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შეწყდეს თავისუფალი მედიისთვის მებრძოლი პატრიოტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი-2“-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

 

 

თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი პარლამენტთან დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი