საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში, ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს „ნიკორას“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების უახლესი დანადგარებით და მის მშენებლობა-აღჭურვაში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
ამასთან, "ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37.26ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 134 120 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება შეადგენს 93 139 ლარს, ხოლო 40 981 ლარი ბენეფიციარის - შპს "გრინჰილის" თანამონაწილეობაა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14.50ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში. სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 52 200 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 36 250 ლარია, ხოლო 15 950 ლარი ბენეფიციარის - შპს „ერთობის“ თანამონაწილეობაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.