"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველომ წელს მიიღო, ჩვენ ძალიან გვეამაყება" - წულუკიანი
13-11-2015, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველომ წელს მიიღო, ჩვენ ძალიან გვეამაყება" - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს 7 ქვეყნის დელეგაციები ეცნობიან.

 


"ჩვენ ამ კოდექსით ჩვენი კანონი ვაქციეთ გაეროს კონვენციასთან ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და შემოვიტანეთ ერთხელ და სამუდამოდ, ისეთი პრინციპები, როგორიც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ადეკვატური სასჯელის ინსტიტუტი და პატიმრობა, როგორც უკიდურესი გამოსავალი. ჩვენ ამ კონდექსში საქართველოში შემოვიტანეთ ის, რაც ძალიან ბევრი წელი არ არსებობდა. ეს არის ბავშვისთვის პირველი შეცდომის უფლება, რომელსაც პროფესიონალები, მათ შორის სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ჩვენ სახელმწიფო ერთად გამოვასწორებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, იუნისეფს, თანამშრომლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, რომელიც აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე პროცესში ექსპერტის სახით მონაწილეობდა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარე კონფერენციას ესწრებიან დელეგაციები უკრაინიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და ბელორუსიდან.

 


ღონისძიებაზე იმყოფება ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში საშა დრაუმანი და მოსამართლე რენატე ვინტერი, რომელიც ევროკავშირის პროექტის "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი