თავდაცვის სამინისტრო: აქტიურად მიმდინარეობს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები აქვს
13-12-2021, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები გააჩნია, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

 

„ცილისწამების კამპანიის თვალსაზრისით, სრულიად გამორჩეული იყო ტელეკომპანია „მთავარში“ გასული სიუჟეტი, რომელმაც სრულად გადაკვეთა წითელი ხაზები და შეეცადა ჩრდილი მიეყენებინა ჰოსპიტლის პერსონალის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის.

 

 

სამწუხაროდ, მიზანი - განხორციელდეს ჰოსპიტლის დისკრედიტაცია, რომ მოპოვებულ იქნას საზოგადოების მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, არ ტოვებს ეჭვს, რომ აღნიშნული ცილისმწამებლური კამპანია კვლავ გაგრძელდება. შესაბამისად, აღნიშნული სიუჟეტი, რომელიც 2013 წელს ჰოსპიტალში მიმდინარე მოვლენების საზოგადოებისათვის დამახინჯებულად მიწოდებას ცდილობდა, ამ კამპანიის მხოლოდ ნაწილია. მოსალოდნელია, მსგავსი ხასიათის დეზინფორმაციული სიუჟეტების კვლავ მომზადება და გავრცელება.

 


მოვუწოდებთ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედ მედიასაშუალებებს, დაფიქრდნენ საკუთარი ვიწროპარტიული ნარატივის გასამყარებლად პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანების შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინსტიტუციების დისკრედიტაციის ეთიკურობასა და მიზანშეწონილობაზე. მსგავსი ქმედებები აზარალებს მთელ ქვეყანას, მის მოქალაქეებს და ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი