უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეეცდება ყველა საქმეზე, რომელთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, საზოგადოების ინფორმირებულობა უზრუნველყოს.
ამის შესახებ გვენეტაძემ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების კომენტირესას განაცხადა.
„სამართალწარმოების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეფასებაზე პოზიციებს ვერ დავაფიქსირებთ. თუმცა, ვეცდებით, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით იქნება მიღებული, ინფორმირებულობის დონეზე უზრუნველყოფილი იყოს ანუ, იუსტიციის საბჭო უზრუნველყოფს ყველა იმ საინფორმაციო განმარტებითი წერილისა და ინფორმაციის მომზადებას, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ამ საქმესთან დაკავშირებით იქნება განხორციელებული”, – განაცახადა ნინო გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.