დავით ბაიდარაშვილი: ერთი რიგითი ყოფილი სამხედრო ვარ, რომლის უფლებებიც დაირღვა და ვცდილობ, სამართლიანად ვაგებინო პასუხი ცილისმწამებლებს!
14-12-2021, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რამდენიმე დღის წინ ჩემს მიმართ ისეთი ცილისმწამებლური ბრალდებები გავრცელდა, არავის ვუსურვებდი იმ წნეხს, რაც ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. მე ამ ქვეყნის ჯარისკაცი ვიყავი და თავს ამ ქვეყნის პატრიოტად ვთვლი! არაფერია იმაზე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ვიდრე გაბრალებდნენ სამშობლოს ღალატს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო დავით ბაიდარაშვილი წერს.

 


ბაიდარაშვილი აცხადებს, რომ არ წარმოადგენს პოლიტიკურ მხარეს, ერთი რიგითი ყოფილი სამხედროა, რომლის უფლებებიც დაირღვა და შეეცდება, სამართლიანად აგებინოს პასუხი ცილისმწამებლებს.

 

 

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!

 

 

რამდენიმე დღის წინ ჩემ მიმართ ისეთი ცილისმწამებლური ბრალდებები გავრცელდა, არავის ვუსურვებდი იმ წნეხს, რაც ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. მე ამ ქვეყნის ჯარისკაცი ვიყავი და თავს ამ ქვეყნის პატრიოტად ვთვლი! არაფერია იმაზე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ვიდრე გაბრალებდნენ სამშობლოს ღალატს! თან ასეთი ბინძური და მდაბიო მეთოდებით! მე ამ ქვეყანაში ვზრდი შვილებს და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მის სიყვარულს და მსახურებას მივუძღვენი!

 

 

საამაყოა, როცა ხარ ჯარისკაცი და შეიძლება დღეს თავდაცვის უწყებაში აღარ ვმუშაობ, მაგრამ ყოველთვის ვიყავი და ვარ ამ პროფესიის ერთგული, ამ ღირებულებებზე ვზრდი მომავალ თაობასაც.

 

 

თუმცა, ერთი მხრივ, „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულმა სამარცხვინო სიუჟეტმა ნათლად აჩვენა, თუ ვინ არიან ქვეყნის რეალური მოღალატეები. არ არის კაცობა, საკუთარი კეთილდღეობის მისაღწევად თანამებრძოლი დაასმინო, გაუგონარი ტყუილი თქვა, მით უფრო, როდესაც ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც თვითონ დიდი ხანი მსახურობდა თავდაცვის ძალებში.

 

 

მეორე მხრივ, მინდა ვისაუბრო ტელევიზიაზე, რომელსაც არანაირი ეთიკის ნორმები არ გააჩნია და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში სიტუაცია დაძაბოს, ემსახურება სიცრუეს, ადამიანების მოტყუებას, არის პოლიტიკური მხარე და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - როგორმე შეცვალოს ხელისუფლება! ამ ბინძურ ბრძოლაში კი არავის აინტერესებს ადამიანი, მისი ღირსება და უფლებები!

 

 

თავდაცვის ძალების, ყველაზე ძლიერი ინსტიტუტის დაკნინებით, ისინი მთელს ქვეყანას, მის უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს! არ მგონია ამხელა სიბოროტე და დანაშაული ვინმეს ეპატიოს... მე პირადად არ ვაპირებ ვაპატიო!

 


ამ დღეებში მე მივმართე ყველას - მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და აუცილებლად ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას! ცილისმწამებლებს მოუწევთ პასუხი აგონ საკუთარ ქცევაზე და მჯერა, ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებ!

 

 

უცნაურია, მაგრამ ჩემი უფლებების დაცვაზე უარი უკვე მივიღე საიასგან, სახალხო დამცველისგან... გადამამისამართეს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში, თუმცა ყველამ იცის, რომ ქარტიამ რაც არ უნდა „გამოიკვლიოს“ თემა, მხოლოდ ერთი განცხადებით შემოიფარგლება ეს დანაშაული და პასუხს არავის აგებინებენ!

 


მაინცდამაინც ყოფილი პრეზიდენტი უნდა ვიყო, რომ ჩემმა სახალხო დამცველმა დამიცვას?

 


მე ხომ არ ვარ პოლიტიკური მხარე, ერთი რიგითი ყოფილი სამხედრო ვარ, რომლის უფლებებიც დაირღვა და ვცდილობ, სამართლიანად ვაგებინო პასუხი ცილისმწამებლებს! იმისთვის, რომ არ დაკნინდეს ქვეყნის სახის, ჯარის სახელი, იმისთვის, რომ მე და ჩემმა შვილებმა ისევ წელგამართულებმა ვიაროთ, იმისთვის, რომ მორიგი სხვა ადამიანი თავისი ტყუილებით არ გაანადგურონ!

 


ამას აუცილებლად მივაღწევ!

 


ნინო ლომჯარია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეგებ ამ წერილის შემდეგ მაინც იფიქროთ, ადამიანის ბედზეც. თქვენც ხომ ამ ქვეყანაში ზრდით შვილებს, ასე არ შეიძლება!“ - წერს დავით ბაიდარაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი