ანა დოლიძე: სიმართლისა და შერიგების პროცესის დაწყებისთვის უნდა გადავდგათ სამი ნაბიჯი
14-12-2021, 14:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იმისათვის, რომ სიმართლისა და შერიგების იდეა განხორციელდეს, საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებით, უნდა გადავდგათ სამი ნაბიჯი: პირველი - შევქმნათ სიმართლის პროცესი - ასპარეზი, სადაც რეპრესიული რეჟიმის დროს დაზარალებულები საჯაროდ გააცნობენ საზოგადოებას და მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, საკუთარ ტკივილს.  მეორე - დასრულდება ყველა ის ღია საქმე, რომელიც პროკურატურაშია და ეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს. მესამე - უნდა გაიცეს პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების კომპენსაცია,“ - განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე გამართულ ბრიფინგზე.

 

 

ანა დოლიძის თქმით, სიმართლის და შერიგების პროცესის დაწყებასაუკეთესო იქნებოდა 2013 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ემოციები იყო ცხელი, თუმცა, თუ იქნება მრავალპარტიული მონდომება ყველა მხრიდან, ამ პროცესის გაკეთება შესაძლებელი იქნება.

 

 

„მოხარული ვარ, რომ სიმართლისა და შერიგების იდეა, რომელსაც საზოგადოებრივ დღის წესრიგში  2012 წლიდან,  ხელისუფლების ცვლილების  დღიდან ვაყენებ, დღეს  გახდა აქტუალური. სიმართლისა და შერიგების პროცესი არის ე. წ. აღდგენითი მართლმსაჯულების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში დაპირისპირებისა და დაყოფის გადალახვას, ისტორიისთვის თვალის გასწორებას, საზოგადოებრივ შეთანხმებას წარსულზე და ამ შეთანხმების შემდეგ გაერთიანებასა და წინსვლას. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იყოს მიღწეული, გვერდზე უნდა გავწიოთ ის ზედაპირული საუბარი, რომელსაც დღეს ვისმენთ და საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებით გადავდგათ სამი ნაბიჯი: პირველი -  შევქმნათ სიმართლის პროცესი -  ასპარეზი, სადაც რეპრესიული რეჟიმის დროს დაზარალებულები გამოვლენ, მოჰყვებიან თავიანთ წუხილს, ტკივილს და საჯაროდ გააცნობენ ამას საზოგადოებას და მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. მეორე - დასრულდება ყველა ის ღია საქმე, რომელიც დღემდე პროკურატურაში დევს და ეხება პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს. მაგალითად, მამა-შვილი შანიძეების საქმე, რომლებიც დღემდე ემიგრაციაში არიან. მესამე არის პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების კომპენსაციის თემა. ყველა იმ ქვეყანაში, რომლის მოდელებზეც დღეს არის საუბარი, გათვალისწინებული იყო ეს საკითხი, რადგან შერიგების ნაწილი უნდა იყოს პოლიტიკურად დაზარალებული ადამიანების უფლებებში აღდგენა. ზოგისთვის ეს იქნება ქონების დაბრუნება,ზოგისთვის უფლებების, ზოგისთვის კი საკომპენსაციო პაკეტის მიღება. სიმართლის და შერიგების პროცესზე ლაპარაკი ამ სამი ნაბიჯის გარეშე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული დისკუსია, რომელსაც, სამწუხაროდ, რეალური შეხება საზოგადოების გამთლიანებასთან არ ექნება", - აღნიშნა ანა დოლიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი