„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მათ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ არის უპერსპექტივო მათი ყველა მცდელობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად სუსტდება, მათ შორის იმის გამო, რომ არჩევნები წააგეს და იციან, სამი წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება. მათ შორის იმის გამო, რომ მათი ბელადი ციხეშია. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დასუსტდეს და მათ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები“, - აღნიშნა კობახიძემ და დაამატა, რომ მათი მხრიდან შერიგებასა თუ დეესკალაციაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით იყო ძალიან მარტივად გასაშიფრი, ეს იყო ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან. ძალიან მარტივად გაიშიფრა. ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ იმ განცხადებამ, რომელიც 21 დეკემბრის აქციას და ზოგადად აქციებს უკავშირდება. მათი რეალური ბუნება ვერ შეიცვლება. მათი რეალური ბუნება არის ის, რომ მუდმივად არიან მიდრეკილნი დესტრუქციისკენ, ქვეყნისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებებისკენ, ამას ისინი ვერ მოიშლიან. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან შერიგებასა თუ დეესკალაციაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი, ამ ფარსს ვერ გავყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.