აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს წვრთნებისთვის საჭირო, $200 000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამ აღჭურვილობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწვრთნელი ბაზა, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფით, უკეთ მოამზადებს მეხანძრეებსა და მაშველებს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ და ბუნებრივ კატასტროფებზე საპასუხოდ.
აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. გადაცემის ცერემონიას ბრიგადის გენერალი ედვარდ ვოგანი, ევროპული სარდლობის J5/8-ის მოადგილე და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.