სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბაკურიანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სსიპ-ის „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ორჯონიკიძე და ყველა იმ სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა პასუხისმგებლობა ტურისტების უსაფრთხო და კომფორტული დასვენების უზრუნველყოფაა.
მათ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, განიხილეს არსებული პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის გზები დასახეს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრები ბაკურიანში რეგულარულად იმართება, რათა დამსვენებლებს კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეექმნათ.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.