ვახტანგ მახარობლიშვილი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უსაფრთხოების, ასევე, ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე ვისაუბრებთ
15-12-2021, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო 4 წელიწადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ გამართულა, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები, უაღრესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

 

 

მისი შეფასებით, სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ლიდერებმა განიხილონ ყველა ის გამოწვევა, შესაძლებლობა თუ აქტუალური საკითხი, რომელიც არსებობს როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

 

„მთელი დღის განმავლობაში იქნება დისკუსიები. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც უსაფრთხოების თემებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნის და ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებით. პოლიტიკური დეკლარაცია მზადდება, დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინები, როგორც დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილში, ისე მის ეკონომიკურ განზომილებაში. იმედი გვაქვს, დოკუმენტი ისაუბრებს ჩვენი ქვეყნის და შესაბამისი ქვეყნების ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებებზე. ასევე, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება უსაფრთხოების თემებზე და ამ კონტექსტში ხაზგასმული იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ კუთხით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, დაფიქსირდეს სწრაფვა იმ დიდი მიზნისკენ, რაც ევროპულ შიდა ბაზარზე ინტეგრაციას გულისხმობს. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მთელი რიგი ხელშესახები შედეგების მიღება სამომავლოდ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ამ კონტექსტში მაგალითისთვის შეიძლება ვახსენოთ როუმინგის ტარიფების დაწევა“, - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი