საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი მოსახლეობაზე იქნება გათვლილი.
ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იმედია, რომ წელს მაინც იქნება ქალაქზე და ამ ქალაქის მოსახლეობაზე გათვლილი ბიუჯეტი და არა ჩინოვნიკების კისრების და ღაბაბების დასქელებაზე ორიენტირებული. რადგან, შარშანდელი ბიუჯეტი მხოლოდ ამას ემსახურებოდა და ეს აითვისეს წარმატებულად", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, საკრებულოში დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს უნდა გადააგზავნონ. უმრავლესობის ინფორმაციით, ბიუჯეტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება ორიენტირებული. დედაქალაქის მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ როგორი იქნება მთავარი საფინანსო დოკუმენტის პარამეტრები. თბილისის მთავრობას სწორედ დღეს ეწურება ვადა პროექტის საკრებულოში გადასაგზავნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.