ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე და მერის მოადგილე ალუდა თუთისანი გაეცვნენ.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 676 549 ლარი, სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,ქელე". სამუშაოები 2022 წლის აპრილში უნდა დასრულდეს.
„აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისას ნაპირსამაგრი დაიცავს მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს დატბორვისაგან, ასევე, შესაძლებლობის ფარგლებში შეტანილი იქნება პროექტში ცვლილებები, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებენ ცაგერის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.