ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 96 მლნ. ლარით იზრდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის კი 76 მლნ. ლარით მცირდება
13-11-2015, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაზრდილი შემოსავლების გადანაწილების სქემას საპარლამენტო კომიტეტებმა კენჭი ინდივიდუალურად უყარეს და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.

 


წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის ასიგნებები შემდეგნაირად გადანაწილდება:

 

 

ბიუჯეტის გადასახადები ჯამურად 30 მლნ. ლარით იზრდება;

 

 

„ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის“ პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისთვის 96 მლნ. ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება.

 

 

76 მლნ. ლარით მცირდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება;

 

 

ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესებისთვის გამოცხადებული ტენდერების ჩაშლის გამო 5 მლნ. მცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი;

 

 

მთავრობის სარეზერვო ფონდი კი წლის ბოლომდე დამატებით 15 მლნ. ლარს მიიღებს.

 

 

წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი წლის ბოლომდე ჯამში 140 მლნ. ლარს დააგროვებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი