იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს წლების განმავლობაში ავღანეთში ნატოს ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის-ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს სათაო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები, ასევე უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, ასევე მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს და მადლობა გადაუხადა საქართველოს წლების განმავლობაში ავღანეთში ნატოს ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის.
გენერალურმა მდივანმა განიხილა უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინასა და მის გარშემო, ასევე რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ გამიზნული მოქმედებები შავი ზღვის რეგიონში. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „მომავალში რუსეთს ძვირად დაუჯდება ნებისმიერი აგრესია, რომელსაც მოჰყვება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები“.
ლიდერებმა ასევე განიხილეს საქართველოს შიდა რეფორმები და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არსებითად მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება მართლმსაჯულების რეფორმაზე, ასევე მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.