საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის, ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარების, ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და საჩხერის მერი, ლევან ივანაშვილი. ამ ეტაპზე სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს.
,,იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ ,,განახლებული რეგიონები“- ს პროექტებზე. ცოტა განსხვავებული პროექტი გვაქვს საჩხერეში. აქ, რეაბილიტაცია უტარდება აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმთან მისასვლელ ქუჩას. აღნიშნული მონაკვეთი ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი ორწლიანია და ითვალისწინებს მთლიანი ქუჩის რეაბილიტაციას, ჩვენი თანამოქალაქეების ჭიშკრებისა და ღობეების მოპირკეთებას, ასევე ტროტუარების მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ, მომავალი წლის ბოლოს ჩვენ, მივიღებთ სრულიად რეაბილიტირებულ და განახლებულ ქუჩას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ილია ბეგიაშვილის განცხადებით პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს და მასში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუნიციპალიტეტებიც ჩართულია. პროექტების იმპლემენტაციას სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებაც ახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, მშენებლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა და საჩხერეში მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა.
საჩხერეში ,,განახლებული რეგიონები“-ს პროექტი გარდამავალია და სახელშეკრულებო ღირებულება 3 377 700 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,არქიტექსი“ ასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.