„რომელი ეროვნული შემრიგებელი ეს ქალბატონია, რომელსაც ხურმის ფასსაც არ ეკითხებიან?!“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტირებისას.
„რომელი ეროვნული შემრიგებელი ეს ქალბატონია, რომელსაც ხურმის ფასსაც არ ეკითხებიან?! მას უნდა შარლ მიშელის მეორე სერია გაითამაშოს. პირველ სერიაში მიიყვანა პარტიები თავის სასახლეში, მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომელმაც ივანიშვილი სრულ გაკოტრებას გადაარჩინა და რომელიც დღეს ფარატინა ქაღალდად იქცა. ახლა დაწყებული აქვს მეორე სერია, ასევე რუსი ოლიგარქის დავალებით, რომელიც ითვალისწინებს არა ეროვნულ შერიგებას, ქვეყნის წინსვლას და ჩვენს გამოყვანას იმ საშინელი კრიზისიდან, რომელშიც შეგვიყვანეს, არამედ გათვლილი აქვს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური რეპრესიები და ის, რაც გააკეთეს ხელისუფლების უზურპაციით, შერჩეთ და შეიტყაპუნონ, ამჯერად, ეროვნული შერიგების აქტებით და დეკლარაციებით“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.