გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 4 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის № 119 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის № 124 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
4. გელა მიგრიაულის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.