თეა ახვლედიანი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდა
17-12-2021, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


სახელმწიფო მინისტრი კუმურდოს, კიროვოკანის, ბავრას, ხულგუმოს, კარტიკამის, ხოსპიოს, სათხეს, ოროჯოლარის, დიდი და პატარა არაქალის სოფლების მოსახლოებას შეხვდა. თეა ახვლედიანმა ადგილობრივებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამასთან, მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა. მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრების და პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობა.

 

 

სახელმწიფო მინისტრმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და მათ სამედიცინო პირბადეები გადასცა.

 


დაგეგმილ შეხვედრებს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 


„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ორი დღის განმავლობაში გავმართეთ შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ათზე მეტი სოფლის მოსახლეობასთან, სადაც განვიხილეთ მათთვის აქტუალურ საკითხთა ფართე სპექტრი, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა, ასევე ჩვენი ახალი ინიციატივები და გეგმები, რომლებიც ძირითადად მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე ორიენტირებულია განსაკუთრებით ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლების მნიშვნელობაზე, რაზეც უაღრესად მოხარული ვარ, რომ შეკრებილი საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოვლინდა. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრები, რისთვისაც მადლობას ვუხდი პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას და რა თქმა უნდა რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიზიტის ორგანიზებაში ჩვენი თანადგომისათვის,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

 


ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი