ეკატერინე ტიკარაძე: „ომიკრონის“ გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია
17-12-2021, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ომიკრონის“ გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

„ჩვენ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, არის თუ არა „ომიკრონი“ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც უკვე აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც „ომიკრონი“ დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, მომზადებული არიან როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე იმ საწოლფონდით, რომელიც გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, - აღნიშნა ტიკარაძემ და დაამატა, რომ სისტემა, რომელიც სადღეისოდ ქვეყანაში ფუნქციონირებს, შეძლებს, გაუმკლავდეს უფრო რთულ სიტუაციასაც.

 


„გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა არის თითქმის ავტომატურ რეჟიმზე, ვინაიდან ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს მოქალაქეების ჯანმრთლობაზე, მუშაობს ეფექტურად. სასწრაფო სისტემაც აწყობილია, არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს, გაუმკლავდეს უფრო რთულ სიტუაციასაც კი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი