გრიგოლ ლილუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მუშაობა
17-12-2021, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშს, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების მუშაობა.

 


მისი თქმით, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

 


„დოკუმენტის თანახმად, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი დასახელებულია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე პასუხისმგებელ მთავარ უწყებად. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ჩვენი უწყების უნარი და შესაძლებლობა, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე, ასევე საუბარია ჩვენი სამსახურის მაღალი დონის აღჭურვილობაზე, თითოეული თანამშრომლის მომზადებასა და გადამზადებაზე. ხაზგასმული და სასიხარულოა ის, რომ 2020 წლის ანგარიშში მოხვდა სუს-ის ახლად შექმნილი სასწავლო ცენტრიც, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას, მათ შორის ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით. 2020 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს დადებითი შეფასება, რომელიც მან დაიმსახურა „მანივალის“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით. მოგეხსენებათ, დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ტერორიზმის დაფინანსების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით ეფექტურობის არსებით დონეს მიაღწია, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სამსახურის მუშაობის სრულიად ადეკვატური შეფასება, რაც ცხადია, თავისთავად ძალიან სასიამოვნოა. ვულოცავ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს და მთელ ქვეყანას ასეთ წარმატებას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე წარმოებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის კუთხით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი