რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის მიღწევებსა და მიმართულებებს. მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზრდება 2022 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით.
„გაისად უკვე დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის დაფინანსდება სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. მომდევნო წლიდან სკოლებში სკოლის ექიმის მომსახურების მიწოდება და სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტის შესაბამისად განხორციელდება. ასევე გეტყვით, რომ დაახლოებით 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა ბინები წელს და ამდენივეს გადაეცემა გაისად. უკვე ვახსენე პენსიებზე და სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რომელთა საშუალებითაც მომდევნო წელს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.