„განახლებული რეგიონები“- ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიმდინარეობს
19-12-2021, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის, „განახლებული რეგიონები“- ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 


მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ჭიათურაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას.

 


პროექტის "განახლებული რეგიონები"-ს ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერეს.

 


,,პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ჭიათურაში მიმდინარეობს 10 პროექტის განხორციელება, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან და არის, როგორც კორპუსების რეაბილიტაცია ასევე, სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. სამუშაოები ძირითადად ხორციელდება ქალაქის ცენტრში და რა თქმა უნდა დასრულების შემდეგ, შეცვლის მთლიანად ჭიათურის იერსახეს, გახდება უფრო ლამაზი და მისაღები, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“ - ზვიად შალამბერიძე.

 


,,საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ,,განახლებული რეგიონები“-ს პროგრამა, რომელიც მოიცავს ოთხწლიან ვადას. ამ ოთხი წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იქნება მიმართული ურბანული განახლების პროექტებზე. საკმაოდ აქტიურად და მასშტაბურად გამოიყურება პროექტი, რომელიც ხორციელდება ამჟამად ქალაქ ჭიათურაში. პარალელურად ,,განახლებული რეგიონები“-ს პროგრამასთან ერთად ქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება თანხა გამოეყო, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ჯამში სამივე დაფინანსების წყარო ქმნის ამ დიდი მასშტაბს“ - ილია ბეგიაშვილი.

 


ჭიათურაში პროგრამის ფარგლებში კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის მოედნის და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, გარდა ამისა სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება წერეთლის ქუჩაზეც. ასევე, აქტიურ ფაზაშია ქორწინების სახლისა და ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი