დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტ თათია წოწონავას დამცინავი ტონით უთხრა კითხვა შემთხვევი მამაშენმა ხომ არ დაგიწერა რომელიც ადრე ჩემი კოლეგა იყოო. ამ უკადრებელი სიმდაბლის კონოტაცია აშკარაა - შენ ხომ პატარა სულელი გოგო ხარ და კითხვის დასმის ტვინი არ გაქვსო. ჟურნალისტზე ასეთი წარმოუდგენელი თავდასხმის შემდეგ ოდნავ ცივილიზებული ქვეყნის ნებისმიერი თანამდებობის პირი გადადგებოდა. ზალკალიანს გადადგომის ბევრი სხვა მიზეზიც აქვს - მაგალითად ის რომ ამ მდაბიო საქციელისთვის დროს ნახულობს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ან კანცლერისგან განსხვავებით დროს ვერ პოულობს, რომ რამე მაინც თქვას საქართველოს მოქალაქის ბერლინში მკვლელობის შესახებ, რომელშიც გერმანულმა სასამართლომ ხელი რუსეთს დაადო. დავით ზალკალიანი ყველაზე სამარცხვინო მინისტრია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოდესმე ჰყოლია და ის აუცილებლად უნდა წავიდეს.
გიორგი კანდელაკი,
პოლიტიკოსი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.