საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერ პეტერ პელეგრინის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები განიხილეს.
მათივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ პელეგრინიმ ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც. ყურადღება გამახვილდა პარლამენტთაშორის ურთიერთობებზე, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პროცესებს. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი.
“მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ითქვა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა აქტიურადაა ჩართული “ვიშეგრადის ოთხეულის” ფორმატში მუშაობის პროცესში, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პეტერ პელეგრინს, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთში, ალექსანდრე ნალბანდოვი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.