ლიბერთის ბანკომატებში ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნის ახალი სერვისი დაინერგა
20-12-2021, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიბერთი აგრძელებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ალტერნატიული არხების სწრაფ განვითარებას. ამჯერად, ლიბერთის მომხმარებლისთვის 630-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, ფულადი გზავნილების მიღების, განაღდებისა და გაგზავნის ინოვაციური ფუნქციონალი გახდა ხელმისაწვდომი.

 

 

ლიბერთის ბანკომატებშინებისმიერ დროს, ყველა ბანკომატში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება შემდეგი სისტემებით: Contact, Ria, Welsend, Unistream, ZolotayaKorona. საერთაშორისო გზავნილის განაღდებას ბანკომატიდან მომხმარებლები სპეციალური, საუკეთესო კურსით შეძლებენ.

 


საქართველოს მასშტაბით ‘ლიბერთი ექსპრესი’ გზავნილების გაგზავნა და მიღება უკვე ბანკომატითაც არის შესაძლებელი, ფილიალში ვიზიტის გარეშე.

 


ლიბერთის ბანკომატებს განახლებული ინტერფეისი და სრულიად ახალი მომხმარებლის გამოცდილება აქვს, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია - გზავნილების კომფორტულად მიღება და გაგზავნა მომხმარებელს ფილიალებისა და ბანკომატების გარდა, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკშიც შეუძლიათ.

 


„პანდემიის პირობებში მომხმარებლების საბანკო საჭიროებებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ციფრულ არხებში ინტეგრაციის პროცესს. ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნის სერვისის ბანკომატებში დანერგვით, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ გზავნილების მიმოცვლის მარტივი პროცესი 24/7-ზე. ახალი სტრატეგიის ფარგლებში უკვე არაერთი გაციფრულებული სერვისი დავნერგეთ ჩვენს დისტანციურ არხებში, რაც თავის მხრივ, ემსახურება მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების და ბანკისთვის კონკურენტული უპირატესობის შექმნას“ – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

 


აღსანიშნავია, რომ „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ამ არხიდანაც ავტომატურად ჩაერთვება ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც საერთაშორისო გზავნილს მიიღებს და გაანაღდებს. გათამაშების ფარგლებში ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად ჯილდოვდება 10 ლარით, ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლებისთვის დაწესებულია 200 და 500 ლარიანი პრიზები.

 

გზავნილებით ბანკომატის საშუალებით სარგებლობა მარტივია, დეტალურ ინფორმაციას ლიბერთი თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი