საქართველოს ეროვნული გვარდია 31 წლისაა
20-12-2021, 15:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულ გვარდიას 31 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

მოგვიანებით, საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაგრძელდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და თავდაცვის ძალებისთვის ეროვნული გვარდიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ კი, 2021 წელს ეროვნული გვარდიის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და მოკლევადიან და გრძელვადიან კონცეპტუალურ დოკუმენტებში ეროვნული გვარდიის როლზე ისაუბრა.

 

 

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ოფიცრებს გადაეცათ საშტატო იარაღიც. ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძეს „ღირსეული გვარდიელის“ სიგელი და სამკერდე ნიშანი გადაეცა.

 

 

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი