ჩვენს ხალხს შორის კონტაქტებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, ისევე, როგორც საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კოლეგის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვას უკავშირდება და აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სწორედ ნიკოლ ფაშინიანის პირადი ჩართულობით განახლდა და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ ეკონომიკური კომისია უმაღლეს, პრემიერ-მინისტრების დონეზეა აყვანილი.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი კომისია ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას.
მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას ემსახურება მის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა“, რადგან დემოკრატიული განვითარების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, ღია და გამჭირვალე მმართველობის, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დაწყებამდე გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.