თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, სავარაუდოდ, გაიზრდება.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი 2015 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით იქნება მეტი. გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჯერ კიდევ გარკვეული პარამეტრები ზუსტდება. თანხების შემცირება იქნება სპორტის მიმართულებით, რადგან 2015 წლის ბიუჯეტში ოლიმპიური ფესტივალის ხარჯები იყო გათვალისწინებული. ამიტომ იყო ხარჯები გაზრდილი, თუმცა წინა წლებთან შედარებით არც ამ მიმართულებით იქნება კლება“, – აღნიშნა ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.