ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურის გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის განყოფილებაში სოფლად მცხოვრებ ქალებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ასაკობრივი და ჯგუფის ქალები, დედები.
შეხვედრა კულტურის სამსახურის უფროსმა, ლეონ ვარდანიანმა გახსნა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე დისკუსიას მერი ანი მოსოიანი უძღვებოდა․ იგი დაინტერესდა ქალების პრობლემებით, ყურადღებით მოისმინა მათი თხოვნები და პრობლემები.
მან თავისი მაგალითით ისაუბრა საზოგადოებაში სტერეოტიპების დაძლევის გზების შესახებ და აღნიშნა, რომ ქალი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ითვლება, მას უნდა შეეძლოს ოჯახური და საზოგადოებრივი, სამსახურებრივი ცხოვრების შერწყმა. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგეს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.