კახა კალაძე საქართველოს პრემიერისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრას არ გამორიცხავს. როგორც ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით მან კონკრეტულად არ იცის, თუმცა შესაძლოა, პრეზიდენტთანაც იყოს შეხვედრა.
"ამასთან დაკავშირებით თავად პრემიერი გააკეთებს განცხადებას", - აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობას, კახა კალაძე მას მნიშვნელოვნად აფასებს.
"ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი იქნება. ჩვენს ინტეგრაციაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რისთვისაც იბრძვის ქართველი ხალხი. ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დროულად მოხდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს, რეფორმები განხორციელდეს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ. რაც შეეხება აშშ-სთან ურთიერთობებს, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ასეთი ტიპის შეხვედრები ჩვენს ურთიერთობას უფრო განამტკიცებს", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.