ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „უვადო შიმშილობის აქტს“ იწყებენ, რომელიც გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული
21-12-2021, 20:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ „უვადო შიმშილობის აქტს“ იწყებენ, რომელიც გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული პატიმრობიდან.

 

 

„ჩვენ ვიწყებთ ამ მასობრივ შიმშილობას კახეთის გზატკეცილზე, ჩვენი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვიქნებით ძალიან ბევრნი“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ სხვა უფლება არ აქვთ „გარდა შეტევისა და იძულებისა, რომ რეჟიმს უკნა დავახევინოთ და მიტაცებული სახელმწიფო ხელიდან გავაგდებიოთ“.

 


„ახლა აქედან ჩავდივარ, მეგობრებთან მივდივარ კახეთის გზატკეცილისკენ. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იქ წამოხვალთ და იქ, და სხვაგანაც, ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება ტყვეობიდან. ეს შიმშილობის უმძიმესი აქტი იქნება უვადო, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე“, - აღნიშნა მელიამ.

 

 

მან ასევე თქვა, რომ პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის აქციას იქიდან გამომდინარე არ იწყებენ, რომ ეს სივრცე საახალწლოდ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა განმარტა, რომ მომავალში მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი