„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტმა, ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა, რომელიც სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა, ჟურნალისტებთან კომენტირებისას თქვა, რომ სურამის ტყის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.
„სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი განმარტება და მანამდეც უკვე დავწერე, რომ გიორგი გოგნიაშვილის, პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება - ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული... მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ...
შეკითხვაზე - რატომ იყავით წასული? - გერლიანმა უპასუხა: „სიკვდილთან შეხვედრა... პოლიციამ მომისწრო და ვერ...“
მორიგ შეკითხვაზე - როგორია თქვენი მდგომარეობა? - გერლიანმა თქვა: „ცუდად ვარ ხალხო...“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.