ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობებისა და ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
22-12-2021, 14:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობებისა და ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 


პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი.

 


,,პროგამის ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში ზესტაფონში მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩის ფასადების და მთლიანად კორპუსების რეკონსტრუქცია. ჩვენ, ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამავე ქუჩაზე და ფაქტიურად ამ პროექტის დასრულების შემდეგ, მთლიანად განახლებულ ცენტრალურ უბანს მივიღებთ“ - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

 


აღნიშნული პროექტი ქალაქის ურბანულ განახლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ფასადები სრულიად განახლდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობების შეღებვა და დეკორატიული საფასადე მასალით მოპირკეთება.

 


გარდა ფასადების რეაბილიტაციისა, პროექტი, რკინიგზისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის გასწვრივ არსებული კედლის მოპირკეთებას ასევე, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერისა და აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 


აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია, მსგავსი მასშტაბით, ათეული წლების შემდეგ მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი