ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭოს წარუდგენენ წინადადებას, რომ იანვრიდან სრულად ვაქცინირებულად ჩაითვალონ არა ორჯერ აცრილი, არამედ „ბუსტერიზებული“ პირები
22-12-2021, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭოს წარუდგენენ წინადადებას, რომ საქართველოში, იანვრიდან სრულად ვაქცინირებულად ჩაითვალონ არა ორჯერ აცრილი, არამედ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინირებული პირები.

 


„ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის ბუსტერიზაცია ერთ-ერთ მთავარ დამცველობით მექანიზმად ითვლება. ამიტომ ჩვენი წინადადებაა, რასაც განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ ვთქვათ, ბუსტერიზებული ადამიანი. ეს რა თქმა უნდა, სწრაფად ვერ მოხდება.

 


„ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანას გვერდს არ აუვლის და შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახალი საფრთხე ნამდვილად არსებობს და საჭიროა, ქვეყანაში დაცული იყოს მთავარი რეკომენდაციები. აცრების რაოდენობას მაქსიმალურად თუ გავზრდით, მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება არ დაგვჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევების ერთ მესამედს სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, შეიძლება ძალიან დიდი ზეწოლა გახდეს ჯანდაცვის სისტემაზე.

 

 

„დგას მეორე პრობლემა და გამოწვევა, რომელმაც მოგეხსენებათ დიდი შეშფოთება გამოიწვია მთლიანად მსოფლიოში, გლობალურად. ამიტომაც მას, „ომიკრონს“ შემაშფოთებელი შტამის კლასიფიცირება მიენიჭა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 26 ნოემბერს. ძალიან სწრაფი ტემპით მიდის წინ.

 

 

მისი რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: გაორმაგების ვადა მერყეობს 1.8-დან 3.2-მდე. დეკემბრის მონაცემებია ეს. წინა დღეებთან შედარებით, ახალი შემთხვევების საშუალო ზრდა არის 35%. ახალი შემთხვევების დიდი პროცენტი მოდის 35 წლის ქვევით ასაკზე, ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 2-44 წლის ასაკის ჯგუფში. ასევე, 2 წლის ქვემოთ ბავშვებში. საკმაოდ დამაფიქრებელია ის, რომ რეინფიცირების სიხშირე არის 5.4, ანუ ადამიანს თუ ჰქონდა ინფექცია გადატანილი ადრე, რეინფიცირება 5.4 შემთხვევაში არის გაზრდილი. ინკუბაციური პერიოდი სამ დღემდე ჩამოვიდა, მაშინ როცა „დელტაზე“ იყო ოთხი და „ალფაზე“ იყო 5 დღე. შემთხვევის ერთ მესამედს სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, შეიძლება ძალიან დიდი ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სისტემაზე. ვაქცინაცია არის პრევენციის მთავარი საშუალება, რადგან ახალი შტამის პირობებშიც, ვაქცინები „ომიკრონის“ შემთხვევაშიც იცავენ გართულებების და სიკვდილიანობისგან “, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი