როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სტაბილიზაციასა და მშვიდობიან განვითარებას, ყველა მორალური პრინციპები უნდა გადაიწიოს მეორე პლანზე, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა მეტი გამბედაობა და სითამამე უნდა გამოიჩინოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი შოთა შალელაშვილი წერს.
იგი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა „მტკიცედ, ურყევად და კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს მმართველ პარტიას, გადაჭრან სააკაშვილის საკითხი, ორივე მხარის მისაღები პოზიციით“.
„სალომე ზურაბიშვილს ე.წ. მშვიდობანას თამაში იზიდავს, ის ცდილობს ორბელიანის სასახლეში ყურადღების ცენტრის გადატანას. მე მას ვურჩევდი, თუ მას მართლა ჰუმანურობა უნდა გამოიჩინოს და შევიდეს საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მართლა გადაწყვიტა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ურთულესი საკითხი, რასაც სააკაშვილის საკითხის გადაჭრა ჰქვია, გავაკეთებდი შემდეგს:
1. მან მტკიცედ, ურყევად და კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს მმართველ პარტიას, გადაჭრან სააკაშვილის საკითხი, ორივე მხარის მისაღები პოზიციით, (ასეთი შეიძლება იყოს მისი საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ) წაუყენოს ულტიმატუმი, მანამ სანამ ხელისუფლება ღირსეულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა ორივე მხარესთვის.
2. ამით ხელისუფლებას აიძულებს, აირჩიოს ცუდსა და ძალიან ცუდს შორის, ყველა სხვა ქმედება მის მხრიდან იქნება დროის გაწელვის მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს.
3. იმ შემთხვევაში, თუ არანაირ გამოსავალზე ხელისუფლება არ დათანხმდებოდა, მაშინ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და შეიწყალოს სააკაშვილი.
ეს დაამშვიდებს ქვეყანას, რაც ნიშნავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დასაწყის, ამის შედეგად შესაძლებელი გახდება გადავიდეთ საყოველთაო მოლაპარაკება-შერიგებაზე.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ზურაბიშვილს ქონდეს პრეტენზია შევიდეს იმ პრეზიდენტების სიაში ვინც თავის ისტორიული გადაწყვეტილებით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
მას „ქართული ოცნება“ მეორე ვადით ვეღარ აირჩევს, ასე რომ, დასაკარგი არაფერი აქვს, იმიტომ რომ შემდეგი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და „ქართული ოცნება“ საკმარის ხმებს ვერ დააგროვებს მის მეორე ვადით გადასარჩევად.
როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სტაბილიზაციასა და მშვიდობიან განვითარებას, ყველა მორალური პრინციპები უნდა გადაიწიოს მეორე პლანზე, ამიტომ ზურაბიშვილმა მეტი გამბედაობა და სითამამე უნდა გამოიჩინოს“, - აცხადებს შალელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.