ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე
22-12-2021, 20:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანდემიამ მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე ძალიან ნეგატიური, უარყოფითი გავლენა იქონია; ჩვენი მთავრობა სრულად აცნობიერებს ამ გამოწვევას და საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

 


მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.

 


„პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს, გარდა შიდა პოლიტიკური ვითარებისა თუ საგარეო პოლიტიკისა, ეკონომიკის აღდგენაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი და რაც მთავარია შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს გუნდთან ერთად და ამიტომაც, უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის დროული აღდგენა, სტიმულაცია, დივერსიფიკაცია და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც რეგიონში კი არა, ევროპაშიც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის ზრდა, განვითარება და ეს პროგრესი აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, უმუშევრობა და უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ახალ ხედვას წარვადგენთ და ეს იქნება ჩემი მთავარი ოცნებაც, მიზანიც და იდეაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი