ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს
23-12-2021, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათი-საირმის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსული უხვი ნალექის შედეგად გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებული იყო.

 


გაწმენდითი სამუშაოების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან კახა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 


,,უხვმა თოვლმა იმერეთის რამდენიმე სოფელში ავტომობილებისთვის გადაადგილების პრობლემა შექმნა, მათ შორის საირმის მიმართულებითაც. ფაქტიურად მთელი ღამის და დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეციალური ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე გზა გაიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია, როგორც მსუბუქი ასევე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. დამსვენებლები, რომლებიც არიან საირმეში მათ შეუძლიათ უკვე დაბრუნება სახლებში“ - ზვიად შალამბერიძე.

 


ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, რათა ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღედგინათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი