შალვა ნათელაშვილი: ძალიან მალე, მარტო ივანიშვილი კი არ იჯდება საბრალდებო სკამზე, სასამართლოში სპეციალური გალიების გაკეთება გახდება საჭირო, რომ მთელი ეს პარლამენტი დაეტიოს
24-12-2021, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან მალე საბრალდებო სკამზე იჯდება და მასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პარლამენტარებიც იჯდებიან - „სპეციალური გალიების გაკეთება გახდება საჭირო, რომ მთელი ეს პარლამენტი დაეტიოს“.

 


როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან ლაპარაკს მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, რაც ვანო ჩხარტიშვილი მიტაცებული ანაბრების დაბრუნებას დაიწყებს.

 


„დაიწყოს ვანო ჩხარტიშვილმა ანაბრების დაბრუნება, რომელიც რამდენიმე მილიარდს შეადგენს და რომლის წაღებითაც, ქვეყანას და ხალხს მოუსპო საშუალება, პირველადი კაპიტალით ნორმალური ბიზნესი ეკეთებინა - დაიწყოს ანაბრების დაბრუნება, როგორც ეს გააკეთა აზერბაიჯანმა, როგორც ეს გააკეთა რუსეთმა, სომხეთმა, ბალტიისპირეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა ქვეყნის გადასარჩენად... სხვა რაზე მოვაწერო ხელი სალომესთან და ბიძინასთან“,- თქვა ნათელაშვილმა და დაამატა:

 


„მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, მარტო ივანიშვილი კი არ იჯდება საბრალდებო სკამზე, ქალაქის სასამართლოში სპეციალური გალიების გაკეთება გახდება საჭირო, რომ მთელი ეს პარლამენტი დაეტიოს. როცა ვეუბნებოდი შევარდნაძეს, დაგამხობენ, გაგამასხარავებენ და დაგატოვებინებენ ძალაუფლებას, არ დაიჯერეს; მერე სააკაშვილს ვეუბნებოდით, რომ დაგიჭერენ, ასე თუ გააგრძელეთ, შენი გუნდელებიანად, ახდა ხომ?! ახლა ამათ ვეუბნები, რომ ამათ რაც დაატყდათ, წინა ხელისუფლებებს, მონაგონი იქნება, რაც ამათ ელოდებათ, დიდი გალიები აუცილებლად გამზადდება, რომ ყველა შეეტიოს ივანიშვილიდან დაწყებული, აი, ამ თქვენი დასახელებული დავითულიანით დაგვირგვინებული“.

 

 

ნათელაშვილმა გადაცემაში „დღის ამებები“ დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის გაძვირების, სოციალური სამართლიანობის, პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისა და ოპოზიციის გამარჯვების სტრატეგიაზე ისაუბრა.

 


მან გააფრთხილა კახა კალაძე, რომ თუ იგი არ დაიხევს უკან, მთელი თბილისი ქუჩაში გამოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი