GUARDIAN.GE -კორონავირუსის წინა ვარიანტებთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია 50-დან 70 პროცენტამდე ნაკლებად არის მოსალოდნელი, - იტყობინება BBC დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, ადრეული კვლევები „გამამხნევებელია“, მაგრამ ამის მიუხედავად, „ომიკრონის“ ვარიანტმა მაინც შესაძლოა, რომ ბევრი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება წარმოშვას, რადგან ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, „ძალზე ნაადრევია“ განისაზღვროს „შემდეგი ნაბიჯები“.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ვაქცინის შესაძლებლობა დაიცვას ადამიანები „ომიკრონით“ დაავადებისაგან - გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერ დოზის მიღებიდან 10 კვირის შემდეგ იწყებს კლებას, თუმცა მძიმე დაავადებისაგან დაცვა, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ძლიერი იქნება.
როგორც BBC იუწყება, უახლესი ანალიზი ემყარება დიდ ბრიტანეთში „ომიკრონისა“ და „დელტას“ ყველა შემთხვევას, ნოემბრის დასაწყისის შემდეგ, მათ შორის 132 ადამიანზე დაკვირვებას, რომელიც „ომიკრონით“ დაავადების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, „ომიკრონით“ ინფიცირებიდან 28 დღეში 14 ადამიანია გარდაცვლილი.
BBC-ის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდის“ დღიური რეკორდი მოხსნა - დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 119 789 შეადგინა, ვირუსის დადასტურებიდან 28 დღეში კი, კიდევ 147 ადამიანი გარდაიცვალა.
დიდ ბრიტანეთში ამ დრომდე „ომიკრონით“ ინფიცირებულთა და საავადმყოფოებში გადაყვანილთა უმრავლესობა 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანები არიან და ჯერ კიდევ გაურკვევლობაა, რა მოხდება, როდესაც ახალი შტამი, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, უფრო ასაკოვან ჯგუფებში გავრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.