ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან. რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა, საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა და საწყისი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში 8 კვირის განმავლობაში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს.
დღესვე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტების ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ისინი რეკრუტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და ცენტრის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.