დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა. განსახილველი იყო ექვსი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
5. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
6. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ.
დღის წესრიგის ხუთი საკითხი ერთხმად დამტკიცდა, ერთი კი ხმათა უმრავლესობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.