ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ მახუნცეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა
13-11-2015, 06:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რომან ბედინაძესთან ერთად, მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიით დაზარალებული ოჯახები მოინახულა.

 


ქედის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ მახუნცეთში მალხაზ ნიგალიძის ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს. მეწყერი მის საცხოვრებელ სახლთან 100 მეტრშია განვითარებული და ამ დროისთვის მისი კვლავ განმეორების საფრთხეა.

 

 

მეწყერული პროცესი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულზე განვითარდა, სადაც 180 ძირი ვაზი იყო გაშენებული. სტიქიამ მალხაზ ნიგალიძეს ხილის სხვადასხვა ჯიშის ნარგავებიც გაუნადგურა.

 


დავით დუმბაძე შარაბიძეების უბნის მცხოვრებლებსაც შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. სპეციალური ჯგუფი ზარალის ოდენობას ითვლის და მოსახლეობას ამის შემდეგ გაეწევა დახმარება.შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინათ მახუნცეთში შარაბიძეების უბანში მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად 4 ოჯახის ევაკუაცია გამხორციელდა.

 

 


როგორც guardian.ge -ის ქედის გამგეობაში განუცხადეს, სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა მუნიციპალიტეტში კვლავ გადაუღებლად წვიმს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი