პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით ქვეყანაში პრეზიდენტის ორი სასახლის არსებობის გამო მილიონობით ლარი ზედმეტად იხარჯება.
"ზედმეტად იხარჯება მილიონობით ლარი, არსებობს ორი სასახლე და გაუგებარია ეს სიჯიუტე, რადგან თუ არჩევანი კეთდება მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ, ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ „კურიერთან“ საუბარში.
გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დარჩენა მიუღებელია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარისთვისაც.
„აქ არ უნდა იყოს პრეზიდენტი. ეს შენობა ამ ინსტიტუტის ერთგვარი სიმბოლოა, ისეთი ფორმით არსებობისა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა პასუხისმგებლურად უნდა მოიქცეს“- აცხადებს გია ჟორჟოლიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.