ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას ზუგდიდის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
26-12-2021, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                (ფოტოზე: ფოთის მერი 2014-2017 წლებში ირაკლი კაკულია) 

 

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ მიიღო. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

 


ირაკლი კაკულიას სახელმწიფო ბრალდება ქრთამის აღებას, თაღლითობაში დახმარებას, თანხის გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმე ეხება ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს.

 


დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ორი კვირის ვადაში ჩაბარდება.

 


ასევე პატიმრობა მიესაჯათ ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებსაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი